ზელენსკი – ევროპელ ლიდერებს: "თქვენ კარგად ხედავთ რა ხდება, თუმცა ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ, თქვენ რას აპირებთ, როგორ აპირებთ თავის დაცვას, როცა ასე ზანტად ეხმარებით უკრაინას“
25/02/2022 12:13:33 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს რუსული აგრესიის შესაჩერებლად "არასაკმარის ქმედებაში" ადანაშაულებს.
"თქვენ არ აკეთებთ საკმარისს ამ ყველაფრის საპასუხოდ. ყველანი ხედავთ რა ხდება, თუმცა ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ, თქვენ რას აპირებთ, როგორ აპირებთ თავის დაცვას, როცა ასე ზანტად ეხმარებით უკრაინას", – მიმართა ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს.
მან დასძინა, რომ არ არის გვიანი რუსული აგრესიის შეჩერება, თუ ევროპელი ლიდერები იმოქმედებენ სწრაფად.
ამასთან, მან მოუწოდა მოქალაქეებს ევროკავშირის მასშტაბით, გააპროტესტონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და აიძულონ თავიანთი მთავრობები, მიიღონ გადამწყვეტი ზომები.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


