Accentnews.ge
მერკელი: „ცივი ომის შემდგომ ევროპის ისტორიაში ეს ყველაზე გარდამტეხ მომენტია“

მერკელი: „ცივი ომის შემდგომ ევროპის ისტორიაში ეს ყველაზე გარდამტეხ მომენტია“

25/02/2022 11:58:47 ევროპა

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი თვლის, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა „დაასრულოს რუსეთის და მისი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოებული ეს მტაცებლური ომი",– ამის შესახებ Zeit–ის ცნობით, მერკელმა ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის მიერ ეს დამპყრობელი ომი წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს ცივი ომის შემდგომ ევროპის ისტორიაში... არ არსებობს გამართლება საერთაშორისო სამართლის ამ უხეში დარღვევის, მე მას მკაცრად ვგმობ“, - თქვა მან.

მერკელი ამ საშინელ დღეებსა და საათებში სოლიდარობას უცხადებს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს და ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს სანქციების პოლიტიკას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S