ზელენსკი - პუტინს: "მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან"
25/02/2022 11:58:02 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლები. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების ხოცვა“, - განაცხადა ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს.
მან უკრაინულ ენაზე მიმართა უკრაინის შეარაღებულ ძალებს:
„მტკიცედ იდექით. თქვენ ხართ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. მხოლოდ თქვენ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს. გაუმარჯოს უკრაინას!“


