Accentnews.ge
„კიევს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავიცავთ!“ – მოხალისეთა რიგებში უკრაინელი დეპუტატებიც ჩაეწერნენ

„კიევს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავიცავთ!“ – მოხალისეთა რიგებში უკრაინელი დეპუტატებიც ჩაეწერნენ

25/02/2022 11:46:51 ევროპა

უკრაინის რადას დეპუტატი ეგორ ჩერნევი კიევის სამოქალაქო დაცვის გრიგებს შეუერთდა. დეპუტატი შეიარაღდა და ამბობს, რომ კიევს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაიცავენ. მედიასთან შეიარაღებული გამოჩნდა უკრაინელი დეპუტატი გოჩარენკოც.

მისი ინფორმაციით, ამჟამად მძიმე ბრძოლები კიევთანაა.

„მტერი კიევში შემოსვლას ცდილობს. თუ შემოვლენ, აქ ჯოჯოხეთი დახვდებათ. მიზანი მარიონეტული რეჟიმის დამყარებაა, რაც არ გამოუვათ“.

ჩერნევისცნობით, მხოლოდ კიევში ათასობით სამოქალაქო პირია შეიარაღებული.

„ეს მტაცებლური ომია. კიევს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავიცავთ!“,– განაცხადა დეპუტატმა.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტიც დედაქალაქში იმყოფება:

„დაახლოებით 30 წუთის წინ რამდენიმე რაკეტა გამოუშვეს. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს ბრძოლები: ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, სამხრეთში, არც ერთი სტრატეგიული ობიექტი არაა რუსების მიერ დაკავებული, ხარკოვში უკუაგდებენ შეტევებს, ცოტა ხნის წინ 20 ტანკი გაანადგურეს“.

მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინელების ფორმაში გადაცმული, უკრაინელების ტექნიკით შევიდნენ კიევში, მაგრამ უკრაინელებმა მათი განეიტრალება შეძლეს. თავად შეჭრა კი ბელარუსის მხრიდან მოხდა.

რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებს მისთვის მიყენებულ ზიანს, დეპუტატი კი ამბობს, რომ დასტურად უამრავი მასალის წარდგენა შეუძლია, „თუ როგორ ლამაზად იწვის რუსული ტექნიკა, რომელიც უკრაინის შეიარაღებაში ნამდვილად არ ყოფილა“:

„მოქალაქეთა უმრავლესობა საბრძოლო ჯგუფებია. ხალხი რიგებში დგას, რომ იარაღი მიიღოს და იღებენ იარაღს. დღეს ახალი პარტია მიიღეს – რამდენიმე ათასი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა. ხალხი რიგებში დგას არა მხოლოდ კიევში, არამედ უკრაინის ყველა ქალაქში. რუს სამხედროებს უნდა ესმოდეთ, რეალურად რას წააწყდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენს მხარესაა, ღმერთი ჩვენთანაა და ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან მაშინ შეიძლება დაჯდომა, როდესაც არ ჟღერს ულტიმატუმი, ხოლო თუ ეს ულტიმატუმი ემუქრება ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, სუვერენიტეტს, განსახილველიც არაფერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S