რა ხდება კიევის ქუჩებში (ვიდეო)
25/02/2022 11:26:03 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსული ძალები კიევში შევიდნენ.
უწყების ცნობით, მტერი ობოლონის რაიონშია, რომელიც კიევის პარლამენტის შენობიდან დაახლოებით 9 კილომენტში მდებარეობს. მოქალაქეებს მოუწოდებენ, სახლებიდან არ გამოვიდნენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებზეც ობოლონის რაიონში რუსული ტანკების გადაადგილებაა ასახული.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


