გაერო: "რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა"
25/02/2022 11:04:15 მსოფლიო
გაერო-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
გაერო–ს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბომბევბის შედეგად 102 სამოქალაქო პირი დაშავდა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


