Accentnews.ge
უკრაინელი დეპუტატი: „მეხუთე კოლონის ნაწილი საზღვარგარეთ, დასავლეთში გაიქცა“

უკრაინელი დეპუტატი: „მეხუთე კოლონის ნაწილი საზღვარგარეთ, დასავლეთში გაიქცა“

25/02/2022 10:50:16 ევროპა

უკრაინელი დეპუტატის სოფია ფეზინას ცნობით, უკრაინის მთავრობა, ქვეყნის პრეზიდენტი და რადას დეპუტატები კიევში იმყოფებიან, ხოლო რუსული პროპაგანდისტული მანქანა დეზინფორმაციას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, პრორუსებად აღქმული დეპუტატების ნაწილი ქვეყნიდან დასავლეთში გავიდა, თუმცა ნაწილი საინფორმაციო ქსელებში აქტიურობს.

„სამწუხაროდ, მეხუთე კოლონა არსებობს. 43 დეპუტატია პარლამენტში. მათი ნაწილი გაიქცა დასავლეთში, ნაწილი საინფორმაციო სივრცეშია და ცდილობს, ჩვენ მიგვიყვანოს კაპიტულაციამდე და მოგვარგოს კრემლის მოთხოვნებს. მაგრამ უკრაინელების 62% სურს ნატო–ში შესვლა. სწორედ მოსკოვის აგრესიის გამო შეიცვალეს უკრაინაში შეხედულება. გუშინდელი და დღევანდელი შემოჭრა შეცვლის ხალხის პრიორიტეტებს. ვიცი, რომ ხარკოვში ხალხმა სცადა ცალკეული ადამიანების ნეიტრალიზება, რომლებიც ამბობენ რომ „ძმები ვართ რუსებთან ერთად“.

კოლაბორაციის შესახებ კანონი უნდა მივიღოთ, მოსკოვის მედიასთან უნდა გაწყდეს კონტაქტი და საბოლოოდ გავერკვეთ მოსკოვის ეკლესიასთან, რომელიც ჩვენს განადგურებას ასევე ცდილობს“,– განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება კიევის გარეუბნის ობოლონის სამიზნეში ამოღებას აგრესორების მხრიდან, სადაც ამჟამად აქტიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის, დეპუტატი ამბობს, რომ ოკუპანტები ელოდნენ, რომ ამ მხრიდან მარტივი იქნებოდა ქალაქში შესვლა, მაგრამ ეს ასე არაა.

რაც შეეხება ნეიტრალურ სტატუსს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ ზელენსკი მას დასთანხმდება და ნაბიჯს გადადგამს კრემლისკენ, მის მას „პრეზიდენტობის დიდი დრო არ დარჩენია“:

„მას ესმის სახელმწიფოს გადარჩენის პრიორიტეტი. რუსეთს ჩვენი ნეიტრალური სტატუსი არ სჭირდებათ, განადგურება სურთ! როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინეს, ნეიტრალურები ვიყავით. სწორედ აგრესიამ შეცვალა შეხედულებები“,– განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, „ომის დაწყებიდან რვა წლის შემდეგ უკრაინელები რუსებს ჯოჯოხეთს მოუწყობენ უკრაინის მიწაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S