მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს
25/02/2022 10:57:15 მსოფლიო
მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ძირითადი თეზისები მისი გამოსვლიდან ასე ჟღერდა:
- "ზელენსკიმ თავად გაუშვა ხელიდან უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებების შესაძლებლობა და ეხლა სხვის დადანაშაულებას მოეშვას;
- უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების დემოკრატიულად ცნობის შესაძლებლობას ვერ ვხედავთ;
- რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ უკრაინელი ხალხი იყოს დამოუკიდებელი, ხოლო ხელისუფლება - წარმომადგენლობითი;
- ზელენსკი ცრუობს, როცა უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამს;
- რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მაშინ იქნება მზად, როცა უკრაინული ჯარი იარაღს დაყრის".


