ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "მე არ გამოვიწვევ ევროპულ ომს, თუმცა დავეხმარები უკრაინას იბრძოლოს ყველა ქუჩაზე იმ ტექნიკით, რასაც გავუგზავნი"
25/02/2022 10:05:45 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ "ქვეყანა ევროპულ ომს არ გამოიწვევს".
"უკრაინა ქვეყნის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებას ითხოვს, ამ თხოვნაზე დათანხმების შემთხვევაში მე უნდა დავაყენო ბრიტანული გამანადგურებლები რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავების პირისპირ. შედეგად ნატო–ს მოუწევს გამოუცხადოს ომი რუსეთს. მე არ გამოვიწვევ ევროპულ ომს, თუმცა დავეხმარები უკრაინას იბრძოლოს ყველა ქუჩაზე იმ ტექნიკით, რასაც გავუგზავნი", – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


