Accentnews.ge
უკრაინის შეიარღებული ძალები: "მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს კიევის გარეუბნებში, მტრის წინსვლის შესაჩერებლად ავაფეთქეთ ხიდი მდინარე ტეტერივზე"

უკრაინის შეიარღებული ძალები: "მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს კიევის გარეუბნებში, მტრის წინსვლის შესაჩერებლად ავაფეთქეთ ხიდი მდინარე ტეტერივზე"

25/02/2022 08:25:25 მსოფლიო

უკრაინის შეიარღებული ძალები კიევის გარეუბნებში მიმდინარე ბრძოლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ცნობით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დიმერსა და ივანკოვში.

"ვაგრძელებთ რუსეთის ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევას დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მტრის წინსვის შესაჩერებლად ავაფეთქეთ ხიდი მდინარე ტეტერივზე. მტერი იკავებს კიევის გარეუბანში მდებარე აეროდრომს, რომელიც შესაძლოა, გახდეს რუსული არმიის პლაცდარმი კიევში, თუ რუსები მას დაიკავებდნენ", – ნათქვამია უკრაინის შეიარღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S