
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 7 482 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
25/02/2022 07:02:57 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 7 482 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 603 ადამიანი, გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 591 936.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 28.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 25.38%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა,
- აჭარა - 406,
- იმერეთი - 1 266,
- ქვემო ქართლი - 310,
- შიდა ქართლი - 455,
- გურია - 279,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 528,
- კახეთი - 599,
- მცხეთა-მთიანეთი - 173,
- სამცხე-ჯავახეთი - 118
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 284 საიდანაც: 5 020 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 217, აჭარაში - 547, იმერეთში - 856.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 108 პირი, მათ შორის, თბილისში - 471, აჭარაში - 131, იმერეთში - 309. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 34, იმერეთში - 28. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 103 - აჭარაში. 107 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.