13 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის სამხედრო ხომალდის მოთხოვნას იარაღის დაყრის თაობაზე არ დანებდა და გმირულად დაიღუპა (აუდიო)
25/02/2022 06:56:09 მსოფლიო
შავ ზღვაში უკრაინის კუნძულ "ზმეინზე" მყოფი 13 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის სამხედრო ხომალდის მოთხოვნას იარაღის დაყრის თაობაზე არ დანებდა და გმირულად დაიღუპა.
მესაზღვრეების პასუხი რუსული გემის კაპიტნის მოთხოვნაზე სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რუსული გემი კუნძულზე მყოფ უკრაინელებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ცეცხლს გავხსნი". საპასუხოდ უკრაინელი ჯარისკაცის გინება ისმის.
აღნიშნულის შემდეგ რუსულმა ხომალდმა ცეცხლი გახსნა და ცამეტივე უკრაინელი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
დღეს დილით თაბნამოქალაქეებისადმი მიმართვისას უკრაიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ ცამეტივე უკრაინელ ჯარისკაცს ეროვნული გმირის წოდებას მიანიჭებენ.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


