Accentnews.ge
"რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტები"

"რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტები"

25/02/2022 06:31:37 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტყუილია რუსეთის განცხადება, რომლის თანახმად, მათი სამიზნე არ არის სამოქალაქო ობიექტები.

მან დაადასტურა, რომ კიევზე ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე დაიწყო სარაკეტო დარტყმები.

„​ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე, ეს ტყუილია. რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტები", – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S