Accentnews.ge
"მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, გუშინდელის მსგავსად, დღესაც მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვადევნებენ თვალს"

"მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, გუშინდელის მსგავსად, დღესაც მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვადევნებენ თვალს"

25/02/2022 06:08:10 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით დასავლელ მოკავშირეებს, დაეხმარონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის სასტიკი თავდასხმა.

"დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ, ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა, უკრაინის ყველა დამცველმა, მტერს პირველივე დღეს არ მისცეს საშუალება, განეხორციელებინა შემოჭრის ოპერატიული გეგმა, მტრის მიმართულებების უმეტესობა შეჩერებულია და ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, გუშინდელის მსგავსად, დღესაც მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვადევნებენ თვალს. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენ გვესმის, ჩვენს ცაში და ჩვენს მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ არის", – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ვიდეო–მიმართვის ბოლოს რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა:

„რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომელიც საპროტესტო აქციებზე გადის, მინდა გითხრათ: ჩვენ გხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი ხმა გაიგეთ, ჩვენი გჯერათ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S