"ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს"
25/02/2022 05:53:45 მსოფლიო
"საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმები კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენმა დედაქალაქმა 1941 წელს განიცადა, როდესაც მას ფაშისტური გერმანია დაესხა თავს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერში“ წერს.
„უკრაინამ დაამარცხა ის ბოროტება და ამ ბოროტებასაც დაამარცხებს. შევაჩეროთ პუტინი, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია, გავწყვიტოთ ყველა კავშირი, გავაძევოთ რუსეთი ყველაფრიდან,”- აცხადებს კულება.
რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


