Accentnews.ge
მედია: ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინური გამანადგურებლები შევიდნენ

მედია: ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინური გამანადგურებლები შევიდნენ

25/02/2022 01:01:23 მსოფლიო

ჩინეთის ცხრა თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა, – უწყება „როიტერი“ ტაივანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის სამხედრო საჰაერო ძალებმა საბრძოლო მზადყოფნა გააძლიერეს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო სივრცე რვა ჩინურმა გამანადგურებელემა J-16-მა და ერთმა სადაზვერვო თვითმფრინავმა y-8-მ დაარღვია.

მსგავსი აქტივობა პირველი შემთხვევა არაა: 23 იანვარს ტაივანის საჰაერო საზღვარი 39-მა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა. 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ჩინეთის მხრიდან ტაივანის საჰაერო სივრცეში ყველაზე მასშტაბური შეჭრა იყო – ოქტომბერში, როცა ჩინეთმა ეროვნული დღე აღნიშნა, ტაივანის საჰაერო საზღვარზე 148 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ტაივანი დღეს ფართოდ არაღიარებული ქვეყანაა, რომელსაც პეკინი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ჩინეთის პრეზიდენტმა პარტიის მე-19 ეროვნულ კონგრესზე განაცხადა: "ჩვენ გვაქვს მტკიცე ნება, სრული თავდაჯერებულობა და საკმარისი შესაძლებლობა, რომ დავამარცხოთ ტაივანის დამოუკიდებლობის სეცესიის შეთქმულება. ჩვენ არცერთ პირს, ორგანიზაციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ დროს, არანაირი ფორმით მივცემთ უფლებას, რომ ჩინეთისგან ჩინეთის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი გამოყოს".

დღეს ტაივანს აქვს თავისი მთავრობა, კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო და საზღვაო ძალები. ტაივანში პირდაპირი არჩევით ხელისუფლება მშვიდობიანად სამჯერ შეიცვალა. დღეს ტაივანში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს. ყველაფერთან ერთად, ტაივანი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად განვითარებულია.

ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ტაივანი ერთ წელზე მეტია, ჩინეთის მხრიდან საჰაერო საზღვრის დარღვევის განმეორებით შემთხვევებზე ლაპარაკობს და მას ტაივანის სამხედრო ძალების დათრგუნვის მცდელობად განიხილავს, თავად ჩინეთი კი მას წვრთნებს უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ და იაპონია ატარებენ საერთო სამხედრო წვრთნებს ფილიპინების ზღვაში, ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც ტაივანის აღმოსავლეთით ზღვებს მოიცავს.

აშშ-ის სამხედრო ფლოტის განცხადებით, წვრთნების მიზანია, შეინარჩუნოს და დაიცვას ინდო-წყნარი ოკეანის თავისუფალი და ღია სივრცე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S