Accentnews.ge
„ხარკოვის რეგიონში 23 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები“

„ხარკოვის რეგიონში 23 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები“

25/02/2022 00:01:12 ევროპა

წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონში 23 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, ასობით დაზარალებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს,– ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა ტელეკომპანია "Рада"-ს ეთერში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი ადმინისტრაციული ორგანო, არც ერთი საცხორებელი კორპუსი მოწინააღმდეგეს არ დაუკავებია.

მისივე თქმით, დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი ათევს ღამეს მეტროპოლიტენში.

„ახლა აქტიური ბრძოლები გვაქვს დერგაჩოვის, სუმის, ვოლჩანსკის მიმართულებებით და კუპიანსკში. ჩვენს სამხედროებს პოზიციები ერთი მეტრითაც არ დაუკარგავთ. ისინი უძლებენ, მტერი დიდ ზარალს განიცდის. ჩვენმა სამხედროებმა ტყვეები აიყვანეს. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს“, –განაცადა მან ვიტარებაზე საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S