
ზურაბიშვილი - უკრაინელ ხალხს: "ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის"
24/02/2022 23:29:01 ევროპა
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას „ტვიტერზე" კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„იმ დროს, როცა უკრაინელი ხალხი საკუთარ მიწაზე უძლებს რუსულ თავდასხმას და იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის", - წერს პრეზიდენტი.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომის შემდეგი ფაზა დაიწყო.