Accentnews.ge
ზელენსკი: "არსებობს ინფორმაცია, რომ მტრის სამიზნე ვარ, კიევში ვრჩები, აქაა ჩემი ოჯახიც"

ზელენსკი: "არსებობს ინფორმაცია, რომ მტრის სამიზნე ვარ, კიევში ვრჩები, აქაა ჩემი ოჯახიც"

24/02/2022 22:52:45 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ "მტერმა მიზანში ამოიღო", თუმცა ის უკრაინის დატოვებას არ აპირებს.

"არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა მიზანში ამომიღო და პირველი სამიზნე ვარ, ხოლო ჩემი ოჯახი მეორე. მე ვრჩები დედაქალაქში ჩემს ხალხთან ერთად, ჩემი ოჯახიც უკრაინაშია", - ამბობს ზელენსკი.

ამასთან პრეზიდენტი კიევში დივერსიული ძალების შესვლის შესახებ იუწყება:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა. ამიტომ კიეველებს ვთხოვ, ყურადღებით იყავით, კომენდანტის საათის წესები დაიცავით. მე სახელისუფლებო ბინაში ვრჩები ოჯახთან ერთად, რაც აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების მუშაობისთვის".

მისი ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, უკრაინამ დაკარგა 137 ადამიანი, სამხედროები და სამოქალაქო პირები, ხოლო ასობით დაჭრილია:

„ახლა ჩვენი ბედი გადის უკრაინელ ხალხზე!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S