
ფრანგი მინისტრი: „პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ნატოსაც აქვს ბირთვული იარაღი“
24/02/2022 22:47:13 ევროპა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან–ივ ლე დრიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, იმუქრება რა ბირთვული იარაღის გამოყენებით, უნდა ესმოდეს, რომ ნატო ასევე წარმოადგენს ბირთვულ ალიანსს,– ამის შესახებ, Reuters–ის ცნობით, ფრანგმა მინისტრმა TF1–ის ეთერში განაცხადა.
მინისტრს ჰკითხეს, აღიქვამს თუ არა პუტინის მუქარას ქვეყნების მიმართ, რომ არ ჩაერიონ უკრაინასთან ომში, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხედ და მან დადებითად უპასუხა:
„დიახ, მაგრამ ვფიქრობ, პუტინმა ასევე უნდა გაიგოს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ასევე აქვს ბირთვული იარაღი. ეს ყველაფერია, რასაც ამის შესახებ ვიტყვი“.
იმავდროულად მინისტრმა უარყო უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლებლობა.