
„ძალებს აგროვებენ, აფხაზეთიდან ტანკები როსტოვის მიმართულებით გადაიყვანეს“
24/02/2022 22:30:31 საზოგადოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზებზე ვითარების დაძბვას ახლო მომავალში არ ელის, ვიდაიდან, მისი ცნობით, რუსეთს ტანკები საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან უკან – რუსეთში გაჰყავს.
„ძალებს აგროვებენ, რომ იქ [უკრაინაში] მიაღწიონ წარმატებას. გუდაუთაში დატვირთეს ტანკები და ეშელონი როსტოვის მიმართულებით გადაიყვანეს(დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, კადრებიც არსებობს). ალბათ იგივეს გააკეთებენ ცხინვალში, თუმცა ამ შემთხვევაში ინფორმაცია არ მაქვს. [...]
მეორე ეშელონს აკეთებს: შეტევაზე რომ მიდის, მერე მოჰყვება მეორე ეშელონი, მერე მესამე – გააჩნია შეტეა როგორ ვითარდება“,– განმარტა ჭანკოტაძე „ფორმულას“ ეთერში.
იხილეთ ასევე: აფხაზეთში რუსული სამხედრო ტექნიკის აქტიური გადაადგილება შეინიშნება
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილიდან უკრაინაში ომის შემდეგი ფაზა წამოიწყო.