Accentnews.ge
უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე რიგებია, უკრაინელები შინ დაბრუნებას ცდილობენ

უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე რიგებია, უკრაინელები შინ დაბრუნებას ცდილობენ

24/02/2022 22:00:23 ევროპა

უკრაინ–პოლონეთის საზღვარზე, სასაზღვრო პუნქტ „მედიკასთან“ ხალხის გრძელი რიგია. უკრაინელები შინ დაბრუნებას ცდილობენ საკუთარი ქვეყნის აგრესორისგან დასაცავად,– იუწყება უკრაინული მედია და ადგილიდან ფაქტის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას 25 ებერვალს, გამთენიისას თავს რუსი სამხედროები დაესხნენ. შეტევები განხორციელდა მათ შორის ბელარუსის და ანექსირებული ყირიმის მხრიდან.

პუტინმა კიევს ულტიმატუმი წაუყენა – გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და განიარაღდეს.

უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები ამ დროისთვისაც გრძელდება.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, კრემლი ეტევის მორიგ ტალღას ამზადებს.

ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ "ჰოსტომელის" აეროპორტზე კონტროლი აღადგინა.

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ვიდეოკადრები საჰაერო იერიშების შესახებ, სადაც ჩანდა დასახლებული პუნქტის თავზე როგორ დაფრინავდა ავიაცია და გაიხსნა ცეცხლი.

ვიდეო მასალებს ადგილობრივები ავრცელებდნენ, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ რუსები აეროპორტისკენ მიემართებოდნენ, რაც გამართლდა კიდეც, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S