
მაკრონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პუტინს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ესაუბრა
24/02/2022 21:40:38 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა,– ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
ამდენად, მაკრონია პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც პუტინს ესაუბრა უკრაინაზე რუსეთის ღია თავდასხმის შემდეგ.
ირკვევა, რომ საუბრის ინიციატირო ემანუელ მაკრონი იყო. კერძოდ, როგორც იუწყებიან, უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მაკრონმა პუტინს დაურეკა „მოითხოვა რუსული სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა“.
თავის მხრივ კრემლი აცხადებენ, რომ მაკრონსა და პუტინს შორის შედგა „სერიოზული და გულწრფელი გაცვლა მოსაზრებების“ და რომ პუტინმა „სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების თაობაზე ამომწურავი ახსნა–განმარტება მისცა“.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღება გადაწყვიტა.