Accentnews.ge
"პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, იგი გათამამდება“

"პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, იგი გათამამდება“

24/02/2022 19:28:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განცხადებით, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.

მის თქმით, თუ დანარჩენმა მსოფლიომ მყისიერად არ იმოქმედა "პუტინი გათამამდება".

"მას აქვს ბევრად უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე უკრაინაა", – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც მან აღნიშნა, "დასავლეთის მკაცრი სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის აგრესიაზე":

"ეს დაასუსტებს მის ქვეყანას. მას მოუწევს ძალიან, ძალიან რთული არჩევანის გაკეთება, გააგრძელოს თუ არა მეორეხარისხოვანი ძალაუფლებისკენ სვლა, თუ რეალურად რეაგირება მოახდინოს", – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა:

„თუ ჩვენ ახლა მის წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ ამ მნიშვნელოვანი სანქციებით, ის გათამამდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S