"არ ვაპირებ პუტინთან საუბარს, მისი არჩევანი რუსეთს დაასუსტებს და დანარჩენ მსოფლიოს გააძლიერებს"
24/02/2022 19:10:37 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან საუბარს არ გეგმავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნა აღნიშნა, რომ „პუტინის უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება როგორც ეკონომიკურად, ისე სტრატეგიულად“.
„პუტინის არჩევანი არჩევანი რუსეთს დაასუსტებს და დანარჩენ მსოფლიოს გააძლიერებს", – დასძინა მან.


