კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
24/02/2022 19:03:40 მსოფლიო
კანადა რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს აწესებს. ახალი - გამკაცრებული შეზღუდვები შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ 58 პირსა და ორგანიზაციას, რუსული ელიტისა და მათი ოჯახის წევრების, კერძო გასამხედროებული კომპანია "ვაგნერისა" და მსხვილი რუსული ბანკების ჩათვლით.
სანქციები შეეხებათ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებსაც, მათ შორის - მინისტრთა კაბინეტის საკვანძო თანამდებობს, ფინანსთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ჩათვლით.
გარდა ამისა, კანადა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ნებართვების ანულირებას მოახდენს და ახალ ნებართვებს აღარ გასცემს.


