აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს: "პუტინმა აირჩია ომის გზა და ამ არჩევანის შედეგებს მოიმკიან"
24/02/2022 18:58:52 მსოფლიო
აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
"პუტინი აგრესორია. მან აირჩია ომის გზა. ახლა კი იგი და მისი ქვეყანა ამ არჩევანის შედეგებს მოიმკიან", – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა დააანონსა, მათ შორის აქტივების გაყინვა რუსეთის ბანკებისთვის, რომლებიც 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობენ, და ეს სანქციები ეხება რუსეთის VTB ბანკსაც.
"ვბლოკავთ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ აქვთ ამერიკაში, გაიყინება", – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს შეუზღუდავს ბიზნესის წარმოების საშუალებას დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში.
ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედროები უკრაინაში არ იომებენ, თუმცა დასძენს, რომ აშშ და ნატოელი მოკავშირეები უერთგულებენ ნატო–ს ქარტიის მეხუთე მუხლს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება.


