Accentnews.ge
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ბელარუსსაც დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ბელარუსსაც დაუწესა

24/02/2022 18:20:16 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ბელარუსსაც დაუწესა. მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მინსკის როლი დასახელდა.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველა მსხვილი რუსული ბანკის, მათ შორის VTB ბანკის აქტივები გაიყინება და გაითიშება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან.

ჯონსონმა ასევე განაცხადა, კანონმდებლობით აიკრძალება რუსული კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ ბრიტანული ბაზრიდან ფინანსების მოზიდვა.

ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, 100 ინდივიდუალური პირისა და ორგანიზაციის აქტივები გაიყინება.

მისი თქმით, ასევე შეიზღუდება იმ თანხის ოდენობა, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ ბანკებში შეეძლებათ.

გარდა ამისა, ჯონსონი ამბობს, რომ რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენას აუკრძალავენ.

როგორც მან აღნიშნა, ბრიტანეთი აკრძალავს მაღალი ტექნოლოგიებისა და ნავთობის გადამამუშავებელი მოწყობილობების რუსეთში ექსპორტს, ასევე შეჩერდება ორმაგი მოქმედების ლიცენზიები ტექნოლოგიებზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სამხედრო მიზნებისთვის.

ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაანონსების შემდეგ განაცხადა, რომ ხსენებული სანქციები გავრცელდება ბელარუსზეც.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსული ძალები უკრაინაში, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S