პუტინი – რუს ბიზნესმენებს: "ეკონომიკაზე შეზღუდვები იქნება, თუმცა ყველას გესმით, რომ ის, რაც ახლა ხდება, იძულებითი ზომაა"
24/02/2022 18:12:00 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუს ბიზნესმენებს დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლოს შედეგებზე აფრთხილებს.
იგი, ირწმუნება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა "იძულებითი ზომა" იყო.
"პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ყველას გესმით, რომ ის, რაც ახლა ხდება იძულებითი ზომაა. უბრალოდ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, სხვაგვარად მოვქცეულიყავით. უსაფრთხოების სფეროში ისეთი რისკები შეგვიქმნეს, რომ სხვა საშუალებებით რეაგირებას უბრალოდ ვერ შევძლებდით. ყველა მცდელობა ნულოვანი იყო. ისეთი რისკების შექმნა შეეძლოთ ჩვენთვის, რომ გაუგებარი იყო ჩვენი ქვეყნის შემდგომი არსებობა", - მიმართა პუტინმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აღნიშნულის შემდეგ რუსეთს დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა.


