Accentnews.ge
"რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება,  Aeroflot-ს ჩვენს ქვეყანაში ფრენები აეკრძალება"

"რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება,  Aeroflot-ს ჩვენს ქვეყანაში ფრენები აეკრძალება"

24/02/2022 17:34:17 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება.

აქტივების სრული გაყინვა დაეკისრა რუსეთში სიდიდით მეორე სახელმწიფო VTB ბანკს. აღსანიშნავია, რომ VTB ბანკის აქციების ფასი დღეს 41%-ით დაეცა.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველა მსხვილი რუსული ბანკის, მათ შორის VTB ბანკის აქტივები გაიყინება და გაითიშება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან.

ჯონსონმა ასევე განაცხადა, კანონმდებლობით აიკრძალება რუსული კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ ბრიტანული ბაზრიდან ფინანსების მოზიდვა.

ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, 100 ინდივიდუალური პირისა და ორგანიზაციის აქტივები გაიყინება.

მისი თქმით, ასევე შეიზღუდება იმ თანხის ოდენობა, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ ბანკებში შეეძლებათ.

გარდა ამისა, ჯონსონი ამბობს, რომ რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენას აუკრძალავენ.

როგორც მან აღნიშნა, ბრიტანეთი აკრძალავს მაღალი ტექნოლოგიებისა და ნავთობის გადამამუშავებელი მოწყობილობების რუსეთში ექსპორტს, ასევე შეჩერდება ორმაგი მოქმედების ლიცენზიები ტექნოლოგიებზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სამხედრო მიზნებისთვის.

მისი თქმით, რუსეთმა შესაძლოა, 250 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადოს.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ომს რუსეთის, ან უკრაინის მხრიდან ამ დროისთვის მათი რაოდენობა უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S