
შონ პენი უკრაინაში ჩავიდა
24/02/2022 17:06:15 საზოგადოება
ამერიკელი მსახიობი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა,– იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
"რეჟისორი სპეციალურად ჩამოვიდა კიევში, რათა როგორც დოკუმენტალისტმა დააფიქსიროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მსოფლიოს დაანახოს სიმართლე რუსული თავდასხმის შესახებ. დღეს დილით რეჟისორი იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში".