გაერო – უკრაინიდან მოლდოვაში ამ დროისთვის 4000 იძულებით გადაადგილებული პირი, უმეტესად ქალები და ბავშვები გადავიდნენ
24/02/2022 17:06:41 მსოფლიო
გაერო–ს ცნობით, უკრაინიდან მოლდოვაში ამ დროისთვის 4000 იძულებით გადაადგილებული პირი, უმეტესად ქალები და ბავშვები გადავიდნენ.
მისი ინფორმაციით, უკრაინელები მოლდოვაში დარჩებიან თუ რუმინეთში გადავლენ ჯერ–ჯერობით უცნობია.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე უკვე დიდი რიგებია. ჩვენ ვამზადებთ ჩვენს ჰუმანიტარულ საპასუხო ზომებს", – აცხადებენ გაერო–ში.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ომს რუსეთის, ან უკრაინის მხრიდან ამ დროისთვის მათი რაოდენობა უცნობია.


