Accentnews.ge
"განადგურებულია ბევრი რუსული ვერტმფრენი, არიან დაღუპული და ტყვედ აყვანილები ჯარისკაცები, უამრავი რუსია შოკირებული იმით, რაც ხდება"

"განადგურებულია ბევრი რუსული ვერტმფრენი, არიან დაღუპული და ტყვედ აყვანილები ჯარისკაცები, უამრავი რუსია შოკირებული იმით, რაც ხდება"

24/02/2022 17:03:53 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლების შესახებ.

მისი თქმით, უკრაინული ძალები წარმატებით იცავენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონს, ასევე წარმატებთ იბრძვიან ხარკოვის მახლობლად.

ზელენსკი ამბობს, რომ ყველაზე პრობლემური ადგილია ხერსონში, ქვეყნის სამხრეთით, სადაც რუსული ჯარები ანექსირებული ყირიმიდან გადავიდნენ.

რაც შეეხება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს, მისი თქმით მტერი აქაც გაშმაგებით იბრძვის და ცდილობს კონტროლი დაამყაროს ჩერნობილში მდებარე ყოფილ ატომურ სადგურზე.

მისი თქმით, არიან დაღუპული და ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცენი.

"განადგურებულია ბევრი რუსული ვერტმფრენი და სამხედრო მანქანა, ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი რუსია შოკირებულია იმით, რაც ხდება", – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ომს რუსეთს ან უკრაინის მხრიდან ამ დროისთვის მათი რაოდენობა გაურკვეველია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S