მედია: თურქულ გემს შავ ზღვაში ბომბი მოხვდა
24/02/2022 15:51:19 მსოფლიო
თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით, შავ ზღვაში თურქულ გემს, რომელიც ოდესიდან რუმინეთისკენ მიმართებოდა, ჭურვი მოხდა.
გემი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არაა.
არსებული ინფორმაციით, გემმა დარტყმა ოდესის სამხრეთით 50 მილის დაშორებით განიცადა.
გემი აგრძელებს მოძრაობას რუმინეთის მიმართულებით.
ბორტზე 8 თურქი, 11 ფილიპინელი და 11 უკრაინელი იმყოფება.


