მსოფლიო სპორტის პირველი პასუხი რუსულ აგრესიას
24/02/2022 15:35:17 მსოფლიო
მსოფლიოს სპორტული სამყაროს პირველი რეაქცია უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიაზე ასეთია:
— საკალათბურთო კლუბმა "ბარსელონამ" გადაწყვიტა, სანქტ-პეტერბურგში "ზენიტის" წინააღმდეგ ევროლიგის მატჩზე აღარ გაემგზავროს;
— შვედურმა საფეხბურთო კლუბმა «ჰამარბრიუმ» უარი განუცხადა მოსკოვის "ლოკომოტივს" უილიოტ სვედბერგის მიყიდვაზე;
— გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა "შალკემ" ფორმიდან რუსული "გაზპრომის" ლოგოტიპი მოაშორა;
— განიხილება რუსული საფეხბურთო კლუბების ევროთასებიდან მოხსნის საკითხი, - იუწყება Associated Press.
— "ფორმულა-1"-ელმა ფეტელმა რუსეთის გრან-პრიში მონაწილეობაზე უარი განაცხადა;
— რაგბში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო;
— შვეიცარიამ და ფინეთმა უარი თქვეს ბენდის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, რომელიც რუსეთშია დაგეგმილი.


