"ნატო და ევროკავშირი უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგანან"
24/02/2022 15:32:02 მსოფლიო
"ნატო და ევროკავშირი უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგანან", - ამის შესახებ ნატო–სგენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ახლახან განვიხილეთ რუსეთის სასტიკი მიმდინარე თავდასხმა უკრაინაზე. ეს არის ბარბაროსობა და ჩვენ მას ვგმობთ. რუსეთი ცდილობს, ძალის გამოყენებით შეარყიოს გლობალური წესები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იცავდა ევროპას უსაფრთხოებას. ჩვენ ყველამ დაუღალავი ძალისხმევა გავწიეთ, რომ რუსეთი დიპლომატიის გზისკენ მიგვემართა, თუმცა მოსკოვმა უარი თქვა დიალოგზე და აირჩია აგრესია. ნატო და ევროკავშირი უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგანან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ თავდაცვის უფლებას", – განამაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს მისი ყველა წევრის დასაცავად.
"მივესალმები ევროკავშირის, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ გამოცხადებულ კოორდინირებულ ქმედებებს. ეს აგზავნის ერთიანობის ძლიერ მესიჯს და ეს აჩვენებს რამდენად მარტო და იზოლირებულია რუსეთი. ნატო და ევროკავშირი ერთიანდებიან ჩვენი შემდეგი ღირებულებების დასაცავად: თავისუფლება, დემოკრატია და თითოეული ქვეყნის უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ხვალ ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები დაესწრებიან.


