ზელენსკი: „ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ“
24/02/2022 15:03:21 მსოფლიო
რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული ძალები იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე, რომელიც ყოფილ ატომურთან ელექტროსადგურთან ახლოსაა.
მოგვიანების უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
"ჩვენი მებრძოლები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპისთვის", - ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
.


