ლატვიამ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია და რუსებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა
24/02/2022 14:54:57 მსოფლიო
ლატვიამ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ცნობით, ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


