უკრაინა პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს
24/02/2022 14:46:56 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, კიევს მიბაძონ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ.
"უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ყველა პარტნიორს მოვუწოდებ მოგვბაძონ. ამ კონკრეტული ნაბიჯით თქვენ აჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ხართ და კატეგორიულად უარჰყოფთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე თავხედ, სამხედრო აგრესიას ევროპაში", - წერს კულება სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


