Accentnews.ge
პოლონეთი: "დაჭრილი უკრაინელების გადმოსაყვანად სამედიცინო მატარებელი მზადაა, 120 საავადმყოფო უკვე მობილიზებულია"

პოლონეთი: "დაჭრილი უკრაინელების გადმოსაყვანად სამედიცინო მატარებელი მზადაა, 120 საავადმყოფო უკვე მობილიზებულია"

24/02/2022 14:41:21 მსოფლიო

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მზადაა უკრაინელ ხალხს დახმარება გაუწიოს.

მისი თქმით, დაჭრილი უკრაინელების გადმოსაყვანად სამედიცინო მატარებელი მზადაა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, უკვე შედგენილია 120 საავადმყოფოს სია, სადაც უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს უმკურნალებენ.

"საერთო ჯამში, ამ მომენტისთვის ჩვენ შეგვიძლია საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული რამდენიმე ათასი პაციენტის მიღება, მათ შორის მძიმედ დაშავებულების”, - აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S