
მედია – UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს
24/02/2022 13:13:28 მსოფლიო, საზოგადოება
UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს, – იუწყება The Associated Press წყაროზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, 25 თებერვალს გეოპოლიტიკური კრიზისის განსახილველად UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც ოფიციალური პირები დაადასტურებენ, რომ 28 მაისს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ გაიმართება.
UEFA-ს 40-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა, რუსეთის ფედერაციისთვის არ მიეცათ შესაძლებლობა, პოპულარული სპორტული ღონისძიებებისთვის ემასპინძლა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.