Accentnews.ge
საქართველოსა და რუსეთს შორის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოსა და რუსეთს შორის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

24/02/2022 13:10:01 საზოგადოება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ განცხადებას რაგბის კავშირი ავრცელებს.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერ–ჯერობით უცნობი ვადით გადადო.

"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო" – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

რაგბის კავშირის განცხადებით, რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერ–ჯერობით ძალაში რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S