Accentnews.ge
„უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა სერიოზულ დარტყმას აყენებს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა სერიოზულ დარტყმას აყენებს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“

24/02/2022 12:29:48 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მიუღებელი უწოდა რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში და აცხადებს, რომ ეს არყევს რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ამასთან, როგორც ერდოღანმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას.

„რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან და სერიოზულ დარტყმას აყენებს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“,– განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ თურქეთი მზადაა, გასწიოს ძალისხმევა თურქეთის მოქალაქეების, ყირიმელი თათრების და ყველას, ვინც უკრაინაში ცხოვრობს,უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

მას არ უსაუბრია უკრაინის თხოვნისთვის, რუსულ გემებს ჩაუკეტოს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები.

მან მოუწოდა მხარეებს, მინსკის შეთანხმების ფარგლებში გადაწყვიტონ უთანხმოება.

მისივე თქმით, ანკარა რუსეთს და უკრაინას მეგობარ სახელმწიფოებად თვლის, რომლებთანაც მას მჭიდრო პოლიტიკუ–ეკონომიკურ და სოციალური კავშირებ აქვს.

მგვიანებით განცხადება უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა:

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. თურეთი კვლავაც გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერასო“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S