Accentnews.ge
ჯონსონი – უკრაინაზე: "არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს თავისუფლება წაიშალოს, განზე გადმომას არ ვაპირებთ"

ჯონსონი – უკრაინაზე: "არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს თავისუფლება წაიშალოს, განზე გადმომას არ ვაპირებთ"

24/02/2022 12:22:33 მსოფლიო

დიდი ბრტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინას რუსეთმა თავისუფლება წაართვას.

მისი თქმით, დასავლეთი განზე გადგომას არ აპირებს.

"უკრაინა არ არის შორეული ქვეყანა, რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცით. ის სიდიდით მეორე ქვეყანაა ევროპაში და ათწლეულების მანძილზე სარგებლობდა თავისუფლებითა და დემოკრატიით. არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს თავისუფლება წაიშალოს, განზე გადმომას არ ვაპირებთ", – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც უკრაინის დასახმარებლად თავდაცვითი იარაღი გაგზავნა.

"სხვა მოკავშირეებმაც მიჰყვნენ ჩვენ კვალს და გაერთიანებული სამეფო კიდევ უფრო მეტს გააკეთებს უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით", – დასძინა მან.

„დღეს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტზე, რომელიც დროულად არის შექმნილი რუსეთის ეკონომიკის დაზარალებისთვის“, - აცხადებს ჯონსონი.

მისი თქმით, "ევროპამ ასევე ერთობლივად უნდა შეწყვიტოს რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება, რამაც პუტინს გარკვეული ბერკეტი მისცა ევროპაზე".

ამასთან, მან უკრაინელ ხალხს მიმართა:

"მივმართავ უკრანელ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის და თუ მომავალი თვეები პირქუში იქნება და თავისუფლების ალი ბოლომდე ჩაქრება, ვიცი, რომ ის ისევ აკაშკაშდება უკრაინაში, რადგან მიუხედავად ყველა ბომბისა, ტანკებისა და რაკეტებისა, არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი დაიმორჩილებს უკრაინელების ეროვნულ განწყობასა და რწმენას, რომ ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S