
უკრაინის გენშტაბი ხარკოვის შემოვლით გზაზე ოთხი რუსული ტანკის განადგურების შესახებ იუწყება
24/02/2022 12:00:13 ევროპა
უკრაინის გენშტაბი ხარკოვის შემოვლით გზაზე ოთხი რუსული ტანკის განადგურების შესახებ იუწყება.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის ძალებმა რუსეთის მეშვიდე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
გარდა ამისა, უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქში შევიდნენ.