კრემლმა რუსულ მედიას ომის შესახებ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება მოსთხოვა
24/02/2022 12:10:20 მსოფლიო
როსკომნადზორმა კრემლის ბრძანებით რუსულ მედიას უკრაინასთან ომის შესახებ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასწრაფო დაბლოკვითა და ჯარიმებით დაემუქრა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, ბოლო საათებში რუნეტში "მნიშვნელოვნად გაიზარდა არასანდო ინფორმაციის გავრცელების შემთხვევათა რიცხვი".
ამის შემდეგ მალევე გამოცემამ "Проспект Мира" მიიღო როსკომნადზორის მოთხოვნა, საიტიდან აეღო ინფორმაცია უკრაინული ქალაქების დაბომბვის შესახებ.
"დაბლოკვის მუქარის გამო იძულებულები გავხდით, მოთხოვნა შეგვესრულებინა" - იუწყება გამოცემის რედაქცია.


