პესკოვი: "იმგვარი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, რკინის ფარდის მიღმა ვერ აღმოჩნდება"
24/02/2022 11:46:50 მსოფლიო
კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში პუტინის ხელისუფლების გეგმების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, "სპეცოპერაციის ვადები შედეგიანობითა და მიზანშეწონილობით განისაზღვრება და მათ რუსეთის მთავარსარდალი დაადგენს".
მისივე თქმით, რუსეთის მიზანი "უკრაინის დენაციფიკაცია, იდეალში კი ნაცისტებისგან ქვეყნის გაწმენდაა".
რაც შეეხება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დამგმობ რეაქციასა და მოსკოვისთვის მოსალოდნელ შედეგებს, პესკოვი დარწმუნებულია, რომ "იმგვარი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, რკინის ფარდის მიღმა ვერ აღმოჩნდება".


