ლიეტუვა და მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ
24/02/2022 09:38:53 მსოფლიო
ლიეტუვა და მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, მან შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა და პარლამენტი მას რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.
მედიის ცნობით, მსგავსი განცხადება გააკეთა მოლდოვის ლიდერმაც. ამასთან, მოლდოვა აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირები მიიღოს.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


