
ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ბელარუსი ომში არ მონაწილეობს
24/02/2022 08:44:28 ევროპა
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ბელარუსი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებულ საომარ ოპერაციაში არ მონაწილეობს.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ.
მათი ცნობით, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით.
"ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმიდანაც.
ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასვეე: „რუსეთი ჯარი სახმელეთო ბრძოლას აგებს“ – უკრაინელებმა შანსიეზე კონტროლი აღადგინეს