Accentnews.ge
რადას თავმჯდომარე: "დეპუტატი, რომელიც კიევს დატოვებს, მოღალატეა!"

რადას თავმჯდომარე: "დეპუტატი, რომელიც კიევს დატოვებს, მოღალატეა!"

24/02/2022 08:32:54 ევროპა

სახალხო დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

"გთხოვთ: ყველა სახალხო დეპუტატი კიევში დარჩეს", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დეპუტატები მზად უნდა იყვნენ, კონკრეტულ დროსა და ადგილას შეიკრიბონ და იმუშაონ.

"ვინც წავა, ის მოღალატეა", - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S